STYLR‍‍

მამაკაცის თმისა და წვერის მოვლის ხარისხიანი საშუალებები‍‍‍‍

გამორჩეული პროდუქცია

Story

ევროპაში მოგზაურობისას პირველი, რაც თვალში გვხვდებოდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც, განურჩევლად სქესისა, დიდ ყურადღებას აქცევდნენ საკუთარ ვარცხნილობას. მიღებული შთაბეჭდილება იმდენად ესთეტიური და მრავალფეროვანი იყო, რომ სწრაფადვე მოახდინა გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზეც და გაგვხადა სთაილინგ კულტურის მიმდევარი.  აქედან გაჩნდა სურვილი, საქართველოშიც მასობრივი და ტრენდული გაგვეხადა თმის მოვლა, ეს სურვილი კი მოგვიანებით გადაიქცა კონკრეტულ მიზნად.

ჰო და დავაარსეთ STYLR (სთაილერი) - კომპანია, რომელიც იზრუნებს მამაკაცის სტილსა და ვარცხნილობაზე. ჩვენი დევიზია "Style Your Confidence" (მიეცი სტილი თავდაჯერებულობას).  მარტივი ფილოსოფიაა - როცა გამოიყურები კარგად, ხარ თავდაჯერებული, მოწონხარ მეტ ადამიანს და იქცევ მეტ ყურადღებას. ეს კი აისახება შენს განწყობასა და პროდუქტიულობაზე. ;)

რისთვის ვართ?

* რომ გქონდეს შენი სტილი

* იყო გამორჩეული 

* შექმნა საკუთარი ვარცხნილობა შენი ხელით

* დაზოგო ბარბერშოპში წასასვლელი დრო 

* მიიღო ხარისხიანი პროდუქცია და რჩევები