O’douds კრემ-კონდიციონერი

89

ფიქსაცია სუსტი

ეფექტი საშუალო ბზინვარება

სურნელი მანდარინი და ვანილი

ზომა 120 გ.

Description

აღწერა:

ამერიკული ბრენდის O’douds – კრემ-კონდიციონერი მზადდება ხელით ჰიუსტონის ლაბორატორიაში, აშშ. შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით (ოღონდ მართლა, და არა ისე, როგორც დღეს ყველა ბრენდი იბრალებს ამას). არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს ან სილიკონებს. არის ვეგანური და Cruelty free. ოდაუდსის სლოგანია: Good for you, good for the Earth!

შემადგენლობა:
  • ალოე ვერა – ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში
  • კარიტე (ავსტრალიური თხილის კარაქი) – სავსეა ვიტამინებით და მინერალებით. კვებავს და აღადგენს თმის სტრუქტურას
  • კაკაოს კარაქი – ანიჭებს თმას სირბილეს და ჯანსაღ ბზინვარებას
  • მანგოს კარაქი – ხდის თმას უფრო ელასტიურს და დამყოლს
დანიშნულება:
  • სკალპის კონდიციის გაუმჯობესება
  • მოცულობის შემცირება
  • ბზინვარების გაზრდა
  • თავის კანის დაცვა ცხელი ჰაერისგან ფენით გაშრობის დროს (heat protectant)

ოდაუდსის კრემ-კონდიციონერი, უპირველესად, გამოიყენება როგორც თმის ნიღაბი, რომლის მიზანია თმის გაჯანსაღება და სკალპის კონდიციის გაუმჯობესება.  გარდა ამისა, შესაძლებელია მისი პრესთაილერად მოხმარებაც, ანუ თმის მომზადება ვარცხნილობისთვის. დამზადებულია ალოე ვერაზე და მარტივად ჩამოიბანება.

გამოყენების წესი:

ამოიღეთ ფრჩხილის ოდენა კრემი ქილიდან. თანაბრად გადაინაწილეთ ხელის გულებზე. წაისვით თავზე და თანაბრად შეიზილეთ თმის ძირებიდან ბოლოებამდე. გახსოვდეთ, რომ მასში შემავალი გემრიელობები თავის კანისთვისაც სასარგებლოა. არ საჭიროებს ჩამობანვას.

  • წაისვით მშრალ თმაზე შედარებით დაბალი ბზინვარებისთვის
  • წაისვით ტენიან თმაზე თმის ცხელი ჰაერისგან დასაცვად ფენის ხმარებისას
ინგრედიენტები:

Aloe Barbadensis (Aloe) Leaf Juice, Butyrospermum Parkii (Shea Butter), Theobroma Cacao (Cocoa) Seed Butter, Glycerin, Emulsifying Wax, Ricinus Communis (Castor) Seed Oil, Mangifera Indica (Mango) Seed Butter, Behentronium Methosulfate, Phenoxyethonal, Caprylyl Glycol, Sorbic Acid, Panthenol.

სუნის ინგრედიენტები:

Citrus Reticulata (Mandarin) Oil, Citrus Aurantifolia (Lime) Oil, Lavandula Officials (Lavender) Oil, Eucalyptus Globulus (Eucalyptus) Leaf Oil, Pinus Succinifera (Amber) Oil.

შენიშვნა:

ზოგადად, სუნის შესაქმნელად გამოიყენება სინთეტიკური ესენციები, სიიაფის გამო. ოდაუდსის პროდუქციაში კი გამოყენებულია მხოლოდ პირველნახადი, ბუნებრივი ეთერ-ზეთები, არომა თერაპიული მიზნით.

Reviews

There are no reviews yet.

Only logged in customers who have purchased this product may leave a review.

You may also like…