O’douds მყარი შამპუნი

89

ეფექტი ღრმად გამწმენდი

სურნელი ბერგამოტი და მწვანე ჩაი

ზომა 210 გ.

Description

აღწერა:

ამერიკული ბრენდის O’douds – მყარი შამპუნი მზადდება ხელით ჰიუსტონის ლაბორატორიაში, აშშ. დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე (ოღონდ მართლა, და არა ისე, როგორც დღეს ყველა ბრენდი იბრალებს ამას). არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს ან სილიკონებს. არის ვეგანური და Cruelty free. ოდაუდსის სლოგანია: Good for you, good for the Earth!

შემადგენლობა:
  • ქოქოსის ზეთი – ატენიანებს თავის კანს
  • ჩაის ხის ზეთი – ამშვიდებს გაღიზიანებულ სკალპს. იცავს თმის მიკროფლორას სოკოსა და ბაქტერიებისგან
  • ზეთისხილის ზეთი – მდიდარია ომეგა ტიპის ცხიმოვანი მჟავებით. ხელს უშლის თმის ცვენას 
  • აბუსალათინის (კასტორის) ზეთი  კვებავს და აძლიერებს თმის ფოლეკულებს. ცნობილია როგორც ბუნებრივი ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
  • კარიტე (აფრიკული თხილის კარაქი) – სავსეა ვიტამინებით და მინერალებით. კვებავს და აღადგენს თმის სტრუქტურას
  • კაკაოს კარაქი – ანიჭებს თმას სირბილეს და ჯანსაღ ბზინვარებას
დანიშნულება:
  • თავის კანის ღრმა წმენდა
  • ჯანსაღი და ბზინავი თმა

გამოირჩევა ღრმად გამწმენდი თვისებით, რაც კარგია ცხიმიანი თავის კანის მქონე მამაკაცებისთვის. ძირეულად აშორებს გამოყენებულ სთაილინგ საშუალებებს, განსაკუთრებით კი – თმის პომადას, რომელიც ყველაზე ცხიმოვანი შემცველობისაა. შესაძლებელია ყოველდღიურად გამოყენება.

შენიშვნა:

ოდაუდსის თხევადი შამპუნისგან განსხვავებით, იგი წყალთან კონტაქტისას მეტად ქაფდება, რის გამოც უფრო მოსახერხებელია გრძელი თმის დასაბანად.

Reviews

There are no reviews yet.

Only logged in customers who have purchased this product may leave a review.

You may also like…