O’douds საპარსი კრემი

69

გამოყენება ნებისმიერი ტიპის კანისთვის

სურნელი ევკალიპტი და ლაიმი

ზომა 120 მლ.

Description

აღწერა:

ამერიკული ბრენდის O’douds – წვერის საპარსი კრემი მზადდება ხელით ჰიუსტონის ლაბორატორიაში, აშშ. შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით (ოღონდ მართლა, და არა ისე, როგორც დღეს ყველა ბრენდი იბრალებს ამას). არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს ან სილიკონებს. არის ვეგანური და Cruelty free. ოდაუდსის სლოგანია: Good for you, good for the Earth!

შემადგენლობა:
  • ალოე ვერა – ატენიანებს კანს
  • კარიტე (აფრიკული თხილის კარაქი) – სავსეა ვიტამინებით და მინერალებით. კვებავს და აღადგენს კანის სტრუქტურას
  • ქოქოსის ზეთი – ამშვიდებს კანს
  • აბუსალათინის (კასტორის) ზეთი კვებავს და აძლიერებს წვერის ფოლეკულებს.
დანიშნულება:
  • კანის მომზადება გასაპარსად
  • კომფორტული და სასიამოვნო პარსვის პროცესი

ოდაუდსის საპარსი კრემი შეიცავს ყველაზე ძლიერ დამატენიანებელ და დამარბილებელ საშუალებებს, რაც კი ბუნებაში მოიპოვება. შედეგად იღებთ მარტივად გასაპარს კანს ევკალიპტისა და ლაიმის საამო სურნელის თანხლებით.

გამოყენების წესი:

დაიტანეთ ხელის გულზე კრემის სასურველი რაოდენობა, გაინაწილეთ თანაბრად და შეიზილეთ გასაპარს კანზე. დაელოდეთ 1-2 წთ, რომ კანმა კრემის ნაწილი შეიწოვოს და და ფორები გაიხსნას. შემდეგ დაიწყეთ პარსვა.

ინგრედიენტები:

Aloe Barbadensis Leaf Juice, Cocos Nucifera (Coconut Oil), Butyrospermum Parkii (Shea Butter), Emulsifying Wax, Glycerin, Castile Soap, Ricinus Communis (Castor) Seed Oil, Euphorbia Cerifera (Candelilla) Wax, Sodium Bicarbonate, Phenoxyethanol.

სუნის ინგრედიენტები:

Citrus Aurantifolia (Lime) Oil, Citrus Reticulata (Mandarin) Oil, Lavandula Officials (Lavender) Oil, Eucalyptus Globulus (Eucalyptus) Leaf Oil, Pinus Succinifera (Amber) Oil, Citrus Bergamia (Bergamot) Oil, Citrus Aurantium (Neroli) Oil, Euginia Caryophyllata (Clove) Bud Oil.

შენიშვნა:

ზოგადად, სუნის შესაქმნელად გამოიყენება სინთეტიკური ესენციები, სიიაფის გამო. ოდაუდსის პროდუქციაში კი გამოყენებულია მხოლოდ პირველნახადი, ბუნებრივი ეთერ-ზეთები, არომა თერაპიული მიზნით.

Reviews

There are no reviews yet.

Only logged in customers who have purchased this product may leave a review.

You may also like…