O’douds პარსვის შემდგომი კრემი

69

გამოყენება  მშრალი კანისთვის

სურნელი ევკალიპტი და ლაიმი

ზომა 60 მლ.

კატეგორია: ,

აღწერა

აღწერა:

ამერიკული ბრენდის O’douds – პარსვის შემდგომი კრემი მზადდება ხელით ჰიუსტონის ლაბორატორიაში, აშშ. შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით (ოღონდ მართლა, და არა ისე, როგორც დღეს ყველა ბრენდი იბრალებს ამას). არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს ან სილიკონებს. არის ვეგანური და Cruelty free. ოდაუდსის სლოგანია: Good for you, good for the Earth!

შემადგენლობა:
  • ჰამამელისის (ჯადოქრის თხილის) ექსტრაქტი – გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით. ამშვიდებს კანს.
  • კარიტე (აფრიკული თხილის კარაქი) – სავსეა ვიტამინებით და მინერალებით. კვებავს და აღადგენს კანის სტრუქტურას
  • ალოე ვერა – ატენიანებს კანს
  • ქოქოსის ზეთი – ამშვიდებს კანს
  • ჰოჰობას ზეთი – კვებავს კანს და ეხმარება სწრაფ რეგენერაციაში
დანიშნულება:
  • პარსვის შემდგომი გაღიზიანების მოხსნა
  • კანის დაცვა გამონაყარისგან

ოდაუდსის პარსვის შემდგომი კრემი ამშვიდებს სამართებლის მიერ გაღიზიანებულ კანს, ეხმარება აღდგენაში და იცავს გამონაყარისგან. რეკომენდებულია მშრალი ან ნორმალური ტიპის კანისთვის.

გამოყენების წესი:

ჩამოიბანეთ ახლად გაპარსული კანი ცივი წყლით, რათა სწრაფადვე მოხდეს ფორების დახურვა. შემდეგ, დაიტანეთ ხელის გულზე კრემის სასურველი რაოდენობა, გაინაწილეთ თანაბრად და შეიზილეთ კანზე.

ინგრედიენტები:

Aloe Barbadensis (Aloe) Leaf Juice, Hamamelis Virginiana (Witch Hazel) Extract, Cocos Nucifera (Coconut) Oil, Emulsifying Wax NF, Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Stearic Acid, Tocopherol (Vitamin E Oil), Menthol, Phenoxyethonal.

სუნის ინგრედიენტები:

Citrus Aurantifolia (Lime) Oil, Citrus Reticulata (Mandarin) Oil, Lavandula Officials (Lavender) Oil, Eucalyptus Globulus (Eucalyptus) Leaf Oil, Pinus Succinifera (Amber) Oil, Citrus Bergamia (Bergamot) Oil, Citrus Aurantium (Neroli) Oil, Euginia Caryophyllata (Clove) Bud Oil.

შენიშვნა:

ზოგადად, სუნის შესაქმნელად გამოიყენება სინთეტიკური ესენციები, სიიაფის გამო. ოდაუდსის პროდუქციაში კი გამოყენებულია მხოლოდ პირველნახადი, ბუნებრივი ეთერ-ზეთები, არომა თერაპიული მიზნით.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…