O’douds ზღვის მარილის სპრეი

99

ფიქსაცია სუსტი

ეფექტი მატი

სურნელი მწვანე ჩაი და ბერგამოტი

ზომა 240 მლ.

აღწერა

აღწერა:

ამერიკული ბრენდის O’douds – ზღვის მარილის სპრეი მზადდება ხელით ჰიუსტონის ლაბორატორიაში, აშშ. შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით (ოღონდ მართლა, და არა ისე, როგორც დღეს ყველა ბრენდი იბრალებს ამას). არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს ან სილიკონებს. არის ვეგანური და Cruelty free. ოდაუდსის სლოგანია: Good for you, good for the Earth!

შემადგენლობა:
  • ზღვის მარილი – იძლევა ტექსტურას და მოცულობაში ზრდის თმას. კარგია თხელი თმის მქონე მამაკაცებისთვის.
  • ინგლისური მარილი – არეგულირებს ცხიმიანობას და იძლევა თმაზე მოჭიდებას (grip) მარტივი სთაილინგისთვის.
  • გლიცერინი – მიღებულია მხოლოდ მცენარეებისგან. ატენიანებს თავის კანს და იცავს ფენით გადახურებისგან.
დანიშნულება:
  • მოცულობა
  • ტექსტურა
  • ბზინვარების შემცირება
  • თავის კანის დაცვა ცხელი ჰაერისგან ფენით გაშრობის დროს (heat protectant)
  • “გაწეწილი” თმის შეკვრა

ზღვის მარილის სპრეი უმეტესად გამოიყენება პრესთაილინგისთვის – თმის მოსამზადებლად ვარცხნილობისთვის. სთაილერად მისი გამოყენება მოგცემთ ქეშუალ ან ე.წ. პლაჟის ვარცხნილობას. დამზადებულია წყალზე და მარტივად ჩამოიბანება.

გამოყენების წესი:

შეისხურეთ დაახლოებით 10-ჯერ პირდაპირ ტენიან ან მშრალ თმაზე და შემდეგ თანაბრად შეიზილეთ თმაში ძირებიდან ბოლოებამდე.

  • გაიშრეთ ფენით უფრო მეტი მოცულობისთვის და თმაზე მოჭიდებისთვის
  • აცადეთ ბუნებრივად გაშრობა უფრო მატი ეფექტისთვის და ტექსტურისთვის
ინგრედიენტები:

Aqua, Sea Salt, Magnesium Sulfate, Glycerin, Peg-40 Hydrogenated Castor Oil.

სუნის ინგრედიენტები:

Lavandula Officials (Lavender) Oil, Citrus Bergamia (Bergamot) Oil, Citrus Simensis (Orange) Oil, Piper Nigrum (Black pepper) Seed Oil, Litsea Cubeba (May Chang) Oil, Bursera Graveolens (Palo Santo) Oil.

შენიშვნა:

ზოგადად, სუნის შესაქმნელად გამოიყენება სინთეტიკური ესენციები, სიიაფის გამო. ოდაუდსის პროდუქციაში კი გამოყენებულია მხოლოდ პირველნახადი, ბუნებრივი ეთერ-ზეთები, არომა თერაპიული მიზნით.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…