O’douds სტანდარტული პომადა

89

ფიქსაცია ძლიერი

ეფექტი მაღალი ბზინვარება

სურნელი დაფნა და წითელი ფორთოხალი

ზომა 120 გ.

კატეგორია: ,

აღწერა

აღწერა:

ამერიკული ბრენდის O’douds – სტანდარტული პომადა მზადდება ხელით ჰიუსტონის ლაბორატორიაში, აშშ. დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე (ოღონდ მართლა, და არა ისე, როგორც დღეს ყველა ბრენდი იბრალებს ამას). არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს ან სილიკონებს. არის ვეგანური და Cruelty free. ოდაუდსის სლოგანია: Good for you, good for the Earth!

შემადგენლობა:
  • ბრინჯის ქატოს ცვილი – ძლიერი და დამყოლი ცვილი, რომელიც განაპირობებს თმის მყარ ფიქსაციას მთელი დღის განმავლობაში
  • აბუსალათინის (კასტორის) ზეთი – კვებავს და აძლიერებს თმის ფოლეკულებს. ცნობილია როგორც ბუნებრივი ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
  • ჰოჰობას ზეთი – ბუნებაში არსებული ყველაზე თხელი ზეთი. კვებავს თმის ღერს და უბრუნებს ჯანსაღ ბზინვარებას
დანიშნულება:
  • ძლიერი ფიქსაცია
  • მაღალი ბზინვარება
  • კლასიკური ვარცხნილობები (Side Part, Slick back, Pompadour)

სტანდარტული პომადა გამოიყენება ვარცხნილობის კლასიკური სტილებისათვის, როგორიცაა უკან/გვერდზე გადავარცხნილი თმა ან პომპადური. მისი საშუალებით მიიღებთ მყარ და მართვად ფიქსაციას მაღალი ბზინვარებით. ამასთან, თმა დარჩება მარტივად გადავარცხნადი მთელი დღის განმავლობაში. მულტი დანიშნულების პომადისგან განსხვავებით, იგი დამზადებულია მხოლოდ წყალზე და მარტივად ჩამოიბანება.

გამოყენების წესი:

ამოიღეთ ფრჩხილის ოდენა პომადა ქილიდან. თანაბრად გადაინაწილეთ ხელის გულებზე. წაისვით თავზე და თანაბრად შეიზილეთ თმის ძირებიდან ბოლოებამდე. გახსოვდეთ, რომ მასში შემავალი გემრიელობები თავის კანისთვისაც სასარგებლოა. გაიმეორეთ სასურველი შედეგის მიღწევამდე.

  • რეკომენდებულია მშრალ თმაზე გამოყენება ფიქსაციისა და ბზინვარების დაბალანსებული პროპორციისთვის
  • შესაძლებელია ტენიან თმაზე წასმაც კიდევ უფრო მაღალი ბზინვარებისთვის
ინგრედიენტები:

Aqua, Oryza Sativa (Rice) Bran Wax, Ricinus Communis (Castor) Seed Oil, PEG 40 Hydrogenated Castor Seed Oil, Euphorbia Cerifera (Candelilla) Wax, Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil, Emulsifying Wax, Copernicia Cerifera (Carnauba) Wax, Phenoxyethanol, Caprylyl Glycol, Sorbic Acid.

სუნის ინგრედიენტები:

Citrus Aurantium Bergamia (Bergamot) Oil, Citrus Aurantium Dulcis (Orange) Peel Oil, Lavandula Officinalis (Lavender) Oil, Pimenta Racemosa (Bay) Oil, Pinus Succinifera (Amber) Oil.

შენიშვნა:

ზოგადად, სუნის შესაქმნელად გამოიყენება სინთეტიკური ესენციები, სიიაფის გამო. ოდაუდსის პროდუქციაში კი გამოყენებულია მხოლოდ პირველნახადი, ბუნებრივი ეთერ-ზეთები, არომა თერაპიული მიზნით.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.