O’douds მატი პასტა

89

ფიქსაცია ძლიერი

ეფექტი მატი

სურნელი ლაბდანუმი და ლაიმი

ზომა 120 გ.

აღწერა

აღწერა:

ამერიკული ბრენდის O’douds – მატი პასტა. მზადდება ხელით ჰიუსტონის ლაბორატორიაში, აშშ. დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე (ოღონდ მართლა, და არა ისე, როგორც დღეს ყველა ბრენდი იბრალებს ამას). არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს ან სილიკონებს. არის ვეგანური და Cruelty free. ოდაუდსის სლოგანია: Good for you, good for the Earth!

შემადგენლობა:
  • კაოლინის თიხა – ასქელებს თმის ღერს. არეგულირებს თავის კანზე ცხიმიანობას (ჭარბი ცხიმიანობა თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზია).
  • ბრაზილიური პალმის ცვილი – ხდის თმას დამყოლს და იძლევა ძლიერ ფიქსაციას
  • აბუსალათინის (კასტორის) ზეთი – კვებავს და აძლიერებს თმის ფოლეკულებს. ცნობილია როგორც ბუნებრივი ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
  • ზეთისხილის ზეთი – მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით, რაც ხელს უწყობს თმის გაჯანსაღებას
დანიშნულება:
  • მოცულობა
  • ტექსტურა
  • თანამედროვე ვარცხნილობები (მეტი ბუნებრიობა და ბევრი ტექსტურა)

გამოიყენება მოკლე ან საშუალო სიგრძის თმაზე. მისი მეშვეობით მიიღებთ მოცულობით და ბუნებრივ ვარცხნილობას საკმაოდ ძლიერი ფიქსაციით. განსაკუთრებით კარგია შეთხელებული თმის მქონე მამაკაცებისთვის თმის ღერის გასასქელებლად. მატი ეფექტი ხელს უშლის თავის კანიდან მზის სხივების არეკვლას და ნაკლებად აჩენს თმაგაცვენილ უბნებს. O’douds ზღვის მარილის სპრეისთან ერთად იგი მნიშვნელოვნად ამცირებს სიმელოტის აღქმადობას. დამზადებულია წყალზე და მარტივად ჩამოიბანება.

გამოყენების წესი:

ამოიღეთ ფრჩხილის ოდენა პასტა ქილიდან. თანაბრად გადაინაწილეთ ხელის გულებზე. წაისვით თავზე და თანაბრად შეიზილეთ თმის ძირებიდან ბოლოებამდე. გახსოვდეთ, რომ მასში შემავალი გემრიელობები თავის კანისთვისაც სასარგებლოა. გაიმეორეთ სასურველი შედეგის მიღწევამდე.

  • წაისვით მშრალ თმაზე უფრო მატი ეფექტისთვის და მეტი მოცულობისთვის
  • წაისვით ტენიან თმაზე ნეიტრალური ეფექტისთვის და მეტი ტექსტურისთვის
ინგრედიენტები:

Aqua, Kaolin Clay, Copernica Cerifera (Carnauba) Wax, Glycerin, Ricinus Communis (Castor) Seed Oil, Oryza Sativa (Rice) Bran Wax, Hydrogenated Olive Oil, Emulsifying Wax, Phenoxyethonal, Caprylyl Glycol, Sorbic Acid.

სუნის ინგრედიენტები:

Cistus ladaniferus (Labdanum) Oil, Lavandula Officinalis (Lavender) Oil, Juniperus Virginiana (Cedarwood) Oil, Citrus Bergamia (Bergamot) Oil, Citrus Aurantifolia (Lime) Oil, Citrus Reticulata (Mandarin) Oil.

შენიშვნა:

ზოგადად, სუნის შესაქმნელად გამოიყენება სინთეტიკური ესენციები, სიიაფის გამო. ოდაუდსის პროდუქციაში კი გამოყენებულია მხოლოდ პირველნახადი, ბუნებრივი ეთერ-ზეთები, არომა თერაპიული მიზნით.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.