O’douds მულტი დანიშნულების პომადა

89

ფიქსაცია ძლიერი

ეფექტი საშუალო ბზინვარება

სურნელი კედარი და ციტრუსი

ზომა 120 გ.

კატეგორია: ,

აღწერა

აღწერა:

ამერიკული ბრენდის O’douds – მულტი დანიშნულების პომადა მზადდება ხელით ჰიუსტონის ლაბორატორიაში, აშშ. დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე (ოღონდ მართლა, და არა ისე, როგორც დღეს ყველა ბრენდი იბრალებს ამას). არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს ან სილიკონებს. არის ვეგანური და Cruelty free. ოდაუდსის სლოგანია: Good for you, good for the Earth!

შემადგენლობა:
  • ბრინჯის ქატოს ცვილი – ძლიერი და დამყოლი ცვილი, რომელიც განაპირობებს თმის მყარ ფიქსაციას მთელი დღის განმავლობაში
  • აბუსალათინის (კასტორის) ზეთი – კვებავს და აძლიერებს თმის ფოლეკულებს. ცნობილია როგორც ბუნებრივი ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
  • ჰოჰობას ზეთი – ბუნებაში არსებული ყველაზე თხელი ზეთი. კვებავს თმის ღერს და უბრუნებს ჯანსაღ ბზინვარებას
  • წიპწის ზეთი – ატენიანებს თმას და უნარჩუნებს დაბალანსებულ ცხიმიანობას
დანიშნულება:
  • ძლიერი ფიქსაცია
  • საშუალო ბზინვარება
  • კლასიკური ვარცხნილობები (Side Part, Slick back, Pompadour)

მულტი დანიშნულების პომადა გამოიყენება ვარცხნილობის კლასიკური სტილებისათვის, როგორიცაა უკან/გვერდზე გადავარცხნილი თმა ან პომპადური. მისი საშუალებით მიიღებთ მყარ და მართვად ფიქსაციას მაღალი ბზინვარებით. ამასთან, თმა დარჩება მარტივად გადავარცხნადი მთელი დღის განმავლობაში. ამ პომადის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ დამზადებულია წყლისა და ზეთის კომბინაციაზე, რაც მეტად გამძლეს ხდის მას ძლიერი სიცხის ან მაღალი ტენიანობის პირობებში. სწორედ ამიტომ ხშირად ირჩევენ ზღვისპირეთში გამოსაყენებლად. ჩამოსაბანად საჭიროა შამპუნი.

გამოყენების წესი:

ამოიღეთ ფრჩხილის ოდენა პომადა ქილიდან. თანაბრად გადაინაწილეთ ხელის გულებზე. წაისვით თავზე და თანაბრად შეიზილეთ თმის ძირებიდან ბოლოებამდე. გახსოვდეთ, რომ მასში შემავალი გემრიელობები თავის კანისთვისაც სასარგებლოა. გაიმეორეთ სასურველი შედეგის მიღწევამდე.

  • რეკომენდებულია მშრალ თმაზე გამოყენება ფიქსაციისა და ბზინვარების დაბალანსებული პროპორციისთვის
  • შესაძლებელია ტენიან თმაზე წასმაც კიდევ უფრო მაღალი ბზინვარებისთვის
ინგრედიენტები:

Aqua, Vitis Vinifera (Grape) Seed Oil, Oryza Sativa (Rice) Bran Wax, Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil, Ricinus Communis (Castor) Seed Oil, Euphorbia Cerifera (Candelilla) Wax, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Hydrogenated Ricinus Communis (Castor) Seed Oil, Copernica Cerifera (Carnauba) Wax, Soy Lecithin, Sodium Borate, Tocopherol (Vitamin E Oil), Phenoxyethonal, Caprylyl Glycol, Sorbic Acid.

სუნის ინგრედიენტები:

Citrus Bergamia (Bergamot) Oil, Citrus Simensis (Orange) Oil, Juniperus Virginiana (Cedarwood) Oil, Mentha Vitrata (Bergamot Mint) Oil, Citrus Aurantifolia (Lime) Oil, Citrus Limonium (Lemon) Oil.

შენიშვნა:

ზოგადად, სუნის შესაქმნელად გამოიყენება სინთეტიკური ესენციები, სიიაფის გამო. ოდაუდსის პროდუქციაში კი გამოყენებულია მხოლოდ პირველნახადი, ბუნებრივი ეთერ-ზეთები, არომა თერაპიული მიზნით.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.