O’douds მშრალი ცვილი

89

ფიქსაცია მაქსიმალური

ეფექტი ბუნებრივი ბზინვარება

სურნელი ბერგამოტი და მწვანე ჩაი

ზომა 120 გ.

აღწერა

აღწერა:

ამერიკული ბრენდის O’douds – მშრალი ცვილი მზადდება ხელით ჰიუსტონის ლაბორატორიაში, აშშ. დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე (ოღონდ მართლა, და არა ისე, როგორც დღეს ყველა ბრენდი იბრალებს ამას). არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს ან სილიკონებს. არის ვეგანური და Cruelty free. ოდაუდსის სლოგანია: Good for you, good for the Earth!

შემადგენლობა:
  • ბრინჯის ქატოს ცვილი – ძლიერი და დამყოლი ცვილი, რომელიც განაპირობებს თმის მყარ ფიქსაციას მთელი დღის განმავლობაში
  • აბუსალათინის (კასტორის) ზეთი – კვებავს და აძლიერებს თმის ფოლეკულებს. ცნობილია როგორც ბუნებრივი ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
  • კაოლინის თიხა – ასქელებს თმის ღერს. არეგულირებს თავის კანზე ცხიმიანობას (ჭარბი ცხიმიანობა თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზია)
  • ზღვის მარილი – იწოვს ზედმეტ ცხიმს თავის კანიდან და იძლევა ბევრ ტექსტურას, მოცულობასთან ერთად
  • ჰოჰობას ზეთი – ბუნებაში არსებული ყველაზე თხელი ზეთი. კვებავს თმის ღერს და უბრუნებს ჯანსაღ ბზინვარებას
დანიშნულება:
  • მაქსიმუმი ფიქსაცია
  • ტექსტურა
  • თანამედროვე ვარცხნილობები (მეტი ბუნებრიობა და ბევრი ტექსტურა)

ეს არის ყველაზე უნივერსალური სთაილინგ საშუალება ოდაუდსის ხაზში. თუ მხოლოდ ერთი პროდუქტის მოხმარებას აპირებთ, მაშინ მისი შეძენა ყველაზე სწორი არჩევანია. ზღვის მარილთან და თიხასთან ცვილის კომბინაცია გვაძლევს ზეძლიერ ფიქსაციას თმის გაცხიმიანების გარეშე. გამოიყენება ნებისმიერი ტიპის და სიგრძის თმაზე. დამზადებულია წყალზე და მარტივად ჩამოიბანება.

გამოყენების წესი:

ამოიღეთ ფრჩხილის ოდენა ცვილი ქილიდან. თანაბრად გადაინაწილეთ ხელის გულებზე. წაისვით თავზე და თანაბრად შეიზილეთ თმის ძირებიდან ბოლოებამდე. გახსოვდეთ, რომ მასში შემავალი გემრიელობები თავის კანისთვისაც სასარგებლოა. გაიმეორეთ სასურველი შედეგის მიღწევამდე.

  • წაისვით მშრალ თმაზე მაქსიმუმი ფიქსაციისთვის და ბუნებრივი ბზინვარებისთვის
  • წაისვით ტენიან თმაზე მეტი ბზინვარებისთვის და მეტი ტექსტურისთვის
ინგრედიენტები:

Aqua, Oryza Sativa (Rice) Bran Wax, Ricinus Communis (Castor) Seed Oil, PEG 40 Hydrogenated Castor Seed Oil, Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil, Emulsifying Wax, Copernica Cerifera (Carnauba) Wax, Hydrogenated Ricinus Communis (Castor) Seed Oil, Kaolin, Sea Salt, Behentronium Methosulfate, Cetearyl Alcohol, Phenoxyethonal, Caprylyl Glycol, Sorbic Acid.

სუნის ინგრედიენტები:

Lavandula Officials (Lavender) Oil, Citrus Bergamia (Bergamot) Oil, Citrus Simensis (Orange) Oil, Piper Nigrum (Black pepper) Seed Oil, Litsea Cubeba (May Chang) Oil, Bursera Graveolens (Palo Santo) Oil.

შენიშვნა:

ზოგადად, სუნის შესაქმნელად გამოიყენება სინთეტიკური ესენციები, სიიაფის გამო. ოდაუდსის პროდუქციაში კი გამოყენებულია მხოლოდ პირველნახადი, ბუნებრივი ეთერ-ზეთები, არომა თერაპიული მიზნით.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.