O’douds სთაილინგ კრემი

89

ფიქსაცია საშუალო

ეფექტი ბუნებრივი ბზინვარება

სურნელი ლავანდა და პიტნა

ზომა 120 გ.

აღწერა

აღწერა:

ამერიკული ბრენდის O’douds – სთაილინგ კრემი მზადდება ხელით ჰიუსტონის ლაბორატორიაში, აშშ. დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე (ოღონდ მართლა, და არა ისე, როგორც დღეს ყველა ბრენდი იბრალებს ამას). არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს ან სილიკონებს. არის ვეგანური და Cruelty free. ოდაუდსის სლოგანია: Good for you, good for the Earth!

შემადგენლობა:
  • ალოე ვერა – ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში
  • აბუსალათინის (კასტორის) ზეთი – კვებავს და აძლიერებს თმის ფოლეკულებს. ცნობილია როგორც ბუნებრივი ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
  • პიტნის ზეთი – ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას და იცავს ქერტლისგან
  • ჰოჰობას ზეთი – ბუნებაში არსებული ყველაზე თხელი ზეთი. კვებავს თმის ღერს და უბრუნებს ჯანსაღ ბზინვარებას
  • კაოლინის თიხა – საუკეთესო გამწმენდი და დეტოქსანტი ბუნებაში. არეგულირებს ცხიმიანობას თავის კანზე. ასქელებს თმის ღერს.
  • იუკოს ფესვის ექსტრაქტისავსეა ვიტამინებით და ომეგა ტიპის ცხიმოვანი მჟავებით, რითიც ხელს უწყობს თმის ცვენის შეჩერებას.
  • გვირილის ექსტრაქტიამშვიდებს გაღიზიანებულ თავის კანს და იცავს ანთებისგან
დანიშნულება:
  • ჯანსაღი თმა და თავის კანი
  • თმის სისქის გაზრდა
  • ტექსტურა
  • ქეჟუალ ვარცხნილობა საშუალო დონის ფიქსაციით

სთაილინგ კრემი გამოიყენება როგორც სთაილინგ, ასევე პრესთაილინგ საშუალებად. სთაილინგ პროდუქტად გამოყენების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ბუნებრივ ვარცხნილობას ნეიტრალური ბზინვარებით და საშუალო ფიქსაციით. იდეალურია მათთვის, ვისაც მარტივად ევარცხნება თმა ან უყვარს ქეჟუალ ლუქი. დამზადებულია წყალზე და მარტივად ჩამოიბანება.

გამოყენების წესი:

ამოიღეთ ფრჩხილის ოდენა კრემი ქილიდან. თანაბრად გადაინაწილეთ ხელის გულებზე. წაისვით თავზე და თანაბრად შეიზილეთ თმის ძირებიდან ბოლოებამდე. გახსოვდეთ, რომ მასში შემავალი გემრიელობები თქვენი თავის კანისთვისაც სასარგებლოა.

  • წაისვით მშრალ თმაზე ნაკლები ბზინვარებისთვის და მეტი მოცულობისთვის
  • წაისვით ტენიან თმაზე მეტი ბზინვარებისთვის და ტექსტურისთვის
ინგრედიენტები:

Water, Ricinus Communis (Castor) Seed Oil, Euphorbia Cerifera (Candelilla) Wax, PEG 40 Hydrogenated Castor Seed Oil, Oryza Sativa (Rice) Bran Wax, Persea Gratissima (Avocado) Oil, Emulsifying Wax, Cetearyl Alcohol, Kaolin Clay, Aloe Barbadensis Leaf Juice, Cetearyl Glucoside, Phenoxyethanol, Tocopherol (Vitamin E Oil), Yucca Schidigera Root Extract, Chamomilla Recutita (Matricaria) Flower Extract.

სუნის ინგრედიენტები:

Citrus Bergamia (Bergamot) Oil, Citrus Simensis (Orange) Oil, Juniperus Virginiana (Cedarwood) Oil, Mentha Vitrata (Bergamot Mint) Oil, Citrus Aurantifolia (Lime) Oil, Citrus Limonium (Lemon) Oil.

შენიშვნა:

ზოგადად, სუნის შესაქმნელად გამოიყენება სინთეტიკური ესენციები, სიიაფის გამო. ოდაუდსის პროდუქციაში კი გამოყენებულია მხოლოდ პირველნახადი, ბუნებრივი ეთერ-ზეთები, არომა თერაპიული მიზნით.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.