O’douds წვერის ბალზამი

69

ფიქსაცია საშუალო

ეფექტი ბუნებრივი ბზინვარება

სურნელი ტყის სუნი

ზომა 60 გ.

კატეგორია: ,

აღწერა

აღწერა:

ამერიკული ბრენდის O’douds – წვერის ზეთი მზადდება ხელით ჰიუსტონის ლაბორატორიაში, აშშ. შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით (ოღონდ მართლა, და არა ისე, როგორც დღეს ყველა ბრენდი იბრალებს ამას). არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს ან სილიკონებს. არის ვეგანური და Cruelty free. ოდაუდსის სლოგანია: Good for you, good for the Earth! შესულია 10 საუკეთესო წვერის ბალზამში! (იხ. ბმული 👇).

https://www.menshealth.com/grooming/g25835043/best-beard-balms/?slide=6

შემადგენლობა:
  • კარიტე (ავსტრალიური თხილის კარაქი) – სავსეა ვიტამინებით და მინერალებით. კვებავს და აღადგენს თმის სტრუქტურას
  • ჰოჰობას ზეთი – ბუნებაში არსებული ყველაზე თხელი ზეთი. კვებავს თმის ღერს და უბრუნებს ჯანსაღ ბზინვარებას
  • ქოქოსის ზეთი – ატენიანებს სახის კანს
  • კაკაოს კარაქი – ანიჭებს თმას სირბილეს და ჯანსაღ ბზინვარებას
  • აბუსალათინის (კასტორის) ზეთი  კვებავს და აძლიერებს თმის ფოლეკულებს. ცნობილია როგორც ბუნებრივი ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
  • ვიტამინი E-ს ზეთი
  • ბრინჯის ქატოს ცვილი – ძლიერი და დამყოლი ცვილი, რომელიც განაპირობებს წვერის ფორმის ფიქსაციას მთელი დღის განმავლობაში
დანიშნულება:
  • წვერის ფიქსაცია
  • სახის კანის დატენიანება
  • ჯანსაღი და ლამაზი წვერი

როდესაც წვერი იწყებს ზრდას, სახის კანზე უფრო და უფრო ნაკლები ჰაერი ხვდება, რაც იწვევს მის გამოშრობას და შედეგად ქავილს. წვერის ბალზამი ატენიანებს სახის კანს და ანიჭებს წვერს ბუნებრივ ბზინვარებასა და სილამაზეს. ამასთანავე უნარჩუნებს სასურველ ფორმას. გამოიყენება საშუალო ან გრძელ წვერზე.

გამოყენების წესი:

ამოიღეთ ფრჩხილის ოდენა კრემი ქილიდან. თანაბრად გადაინაწილეთ ორივე ხელზე და შეიზილეთ სახის კანსა და წვერში. თუ შეატყობთ, რომ ბზინვარება მეტისმეტია, უბრალოდ შეამცირეთ ბალზამის რაოდენობა.

ინგრედიენტები:

Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil, Cocos Nucifera (Coconut) Oil, Theobroma Cacao (Cocoa) Seed Butter, Candelilla (Euphorbia Cerifera) Wax, Oryza Sativa (Rice) Bran Wax, Ricinus Communis (Castor) Seed Oil, Tocopherol (Vitamin E Oil).

სუნის ინგრედიენტები:

Cedrus Deodora (Cedarwood) Oil, Juniperus Virginiana (Cedarwood) Oil, Cupressus Sempervirens (Cypress) Oil, Cistus ladaniferus (Labdanum) Oil, Salvia Officinalis (Sage) Oil, Pogostemon Cablin (Patchouli) Oil, Lavandula Officinalis (Lavender) Oil.

შენიშვნა:

ზოგადად, სუნის შესაქმნელად გამოიყენება სინთეტიკური ესენციები, სიიაფის გამო. ოდაუდსის პროდუქციაში კი გამოყენებულია მხოლოდ პირველნახადი, ბუნებრივი ეთერ-ზეთები, არომა თერაპიული მიზნით.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…